“ასტონ ვილაში” ვირუსულ ინფექციას ებრძვიან
“ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” რამოდენიმე ფეხბურთელმა “არსენალთან” მატჩში ვირუსული ინფექციის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო.
შოტლანდიელი მენტორი დარწმუნებულია, რომ მისმა შეგირდებმა კარგად ინფექციის გამო ვერ ითამაშეს. არ არის გამორიცხული, რომ “ვილა პარკზე” კარანტინი გამოცხადდეს.
“არ მინდა ჩვენი დამარცხება რამეს დავაბრალო, მაგრამ ინფექციის გამო დავკარგეთ: ნათან ბეიკერი, დარენ ბენტი, ეშლი ვესტვუდი ვარჯიშზე, ანდრეას ვაიმანი კი მატჩის მსვლელობის დროს. ფაბიან დელფი არ გამოიყურებოდა კარგად, რისი თქმაც ბრედ გიუზანზეც შეიძლება.”
“არსენალისთვის” წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გვიჭირდა, რადგან ასეთ მატჩში სრული დატვირთვით უნდა გვემუშავა. ვიცოდი, რომ მათ სწრაფი გოლის გატანა უნდოდათ, მიუხედავად ამისა ხელი მათ ვერ შევუშალეთ. გამარჯვებაში “მეთოფეებს” ხელი ვირუსმაც შეუწყო.”
“ვიცოდი, რომ ეს ფაქტორი დიდ როლს ითამაშებდა. უმჯობესია, რამოდენიმე დღის განმავლობაში ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი დავითხოვოთ.”-განაცხადა ლამბერტმა