მოურინიო: “ლამპარდი? სიყვარულის ისტორია დასრულდა”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლამპარდის გოლზე და მის აღნიშვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ფეხბურთში რომანტიული გრძნობების არ სჯერა.
“ფრენკ ლამპარდი- “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია. მე არ მჯერა, რომ ფეხბურთში სასიყვარულო გრძნობები არსებობს.”
“იქნებ მე ფეხბურთთან დაკავშირებით ძალიან პრაგმატული ვარ, მაგრამ ნათელია, რომ ლამპარდი ჩვენს კონკურენტ გუნდში გადავიდა. მან საკუთარი სამუშაო, როგორც პროფესიონალმა უკვე შეასრულა.”
“შესაძლოა, როდესაც იგი სიტის დატოვებს, ჩელსიმ კვლავ გამონახოს მის გულში ადგილი, მაგრამ ახლა მას გამარჯვება სურს. ასეთია ფეხბურთის წესები.”
“ჩვენ ათი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში მოგვიწია. მიუხედავად ამისა, ისინი ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და ბოლომდე გვებრძოდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ჩვენ სახლში 3 ქულით არ გავეშვით.”-განაცხადა პორტუგალიელმა