დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
რეალი ახალ ჩაბი ალონსოს აკვირდება
“ლივერპულის” 17 წლის ფეხბურთელი პედრო ჩირიველია მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ახალგაზრდა მოთამაშეს ახალ ჩაბი ალონსოდ მიიჩნევენ.
ფიორენტინას კონოპლიანკა სურს
“ფიორენტინას” “დნიპროს” ნახევარმცველის ევგენი კონოპლიანკას გადაბირება სურს. ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბიც იჩენს.
ხედირა და არსენალი კვლავ აქტუალურია
უცხოური პრესის ცნობით “არსენალი” და “რეალი” სამი ხედირას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს ზამთარში შეუერთდება. ტრანსფერის სავარაუდოდ ფასად 14 მილიონი ევრო სახელდება.
რამირესი რეალზე არ ფიქრობს
“ჩელსის” ნახევარმცველი რამირესი მადრიდის “რეალში” გადასვლაზე არ ფიქრობს. ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში თავს კარგად გრძნობს და წარმატების მიღწევას სწორედ “არისტოკრატებთან” ერთად აპირებს.
რომა ოდეგაარდით ინტერესდება
“რომა” 15 წლის ნორვეგიელის, მარტინ ოდეგაარდის გადაბირებისთვის იბრძოლებს. რომაელები მზად არიან, რომ ფეხბურთელი იტალიაში ზამთარში გადაბარგდეს, თუმცა ოდეგაარდის ოჯახს ამგვარი პერსპექტივა არ ხიბლავს.
ახალგაზდა მოთამაშის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენენ.