ბუნდესლიგა: მეხუთე ტურის პრევიუ
მეხუთე გერმანული ტური საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს გვპირდება. მათ შორის “ვერდერისა” და “შალკეს” ტრადიციულად პრინციპული დაპირისპირებაც არის.
ბაიერნი – პადერბორნი
დაუმარცხებლად მოასპარეზე გათამაშების ლიდერს მოახლოებულ ტურში სერიოზული გამოცდა ელის. ბუნდესლიგის დებიუტანტი “პადერბორნი” მიუნხენს ესტუმრება, სადაც ურთიერთობას “ბაიერნთან” გაარკვევს.
გვარდიოლას გუნდი ჯერჯერობით საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. გარდა ამისა, მიუნხენელებს საკმაოდ დახუნძლული კალენდარი აქვთ, რის გამოც ესპანელმა სპეციალისტმა უკმაყოფილება გამოთქვა.
აინტრახტი – მაინცი
ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბის “მაინცი” კარგი განწყობით ხვდება. “დორტმუნდთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კასპერ ჰიულმანდის გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი საფეხურის დასაკავებლად მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა. ვიცე-ჩემპიონთან გამართული დამღლელი დაპირისპირების შემდეგ “მაინცის” შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.
“აინტრახტს” დისკვალიფიკაციის გამო სლობოდან მედოიევიჩი ვერ დაეხმარება, რაც საკმაოდ დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, მასპინძლებს ტრავმირებული კონსტანტ ჯაკპა და ნელსონ ვალდესი ვერ დაეხმარებიან.
ვერდერი – შალკე
მოგების გარეშე მოასაპრეზე გუნდები პირველი გამარჯვების მოპოვებას ერთმანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში ეცდებიან.
ბრემენელთა ბანაკში პრობლემებია. ვერდერის რამდენიმე მოთამაშე მოწამლულია და მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუმცა სავარაუდოდ ძირითადი ბირთვი მოედანზე გასვლას მაინც შესძლებს.
საკადრო პრობლემები არც “შალკეს” აკლია. დაცვაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას “ვერდერთან” დისკვალიფიცირებული ბოატენგის და დრაქსლერის არყოფნაც დაემატება. აღსანიშნავია, რომ იულიანს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
23/09/14
ბაიერნი – პადერბორნი
1 X 2
1.16 8.00 17.00
ჰოფენჰაიმი – ფრაიბურგი
1 X 2
1.76 3.80 4.70
ვერდერი – შალკე
1 X 2
2.80 3.35 2.55
აინტრახტი – მაინცი
1 X 2
2.46 3.25 3.00
24/09/14
ლევერკუზენი – აუგსბურგი
1 X 2
1.60 4.30 5.40
დორტმუნდი – შტუტგარტი
1 X 2
1.40 5.10 7.80
გლადბახი – ჰამბურგი
1 X 2
1.70 3.90 4.70
ჰანოვერი – კიოლნი
1 X 2
2.25 3.40 3.25
ჰერტა – ვოლფსბურგი
1 X 2
3.10 3.35 2.35