ლამპარდის გოლის შემდეგ “ჩელსის” გულშემატკივარი გარდაიცვალა
როგორც იცით, 21 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მანჩესტერელები 85-ე წუთამდე მარცხდებოდნენ. იქამდე, სანამ ფრენკ ლამპარდი გოლს გაიტანდა. 36 წლის ფეხბურთელმა თავისი ყოფილი კლუბის კარი დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ გოლის შემდეგ უგანდაში “ჩელსის” გულშემატკივარი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ფაჰად მუსანა მატჩს მეგობრებთან ერთად უყურებდა, ხოლო როცა ლამპარდმა გოლი გაიტანა, ის ცუდად გახდა. მეგობრებმა მუსანა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საინტერესოა, რომ 24 წლის ფაჰად მუსანა თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. ის უგანდას პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “სიმბას” ღირსებას იცავდა.
“ფაჰადი “ჩელსის” დიდი გულშემატკივარი იყო, მას შეეძლო, ამ კლუბისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. კვირას, დილით, ჩვენ ერთად ვივარჯიშეთ”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
სამშაბათს, “სიმბას” კიდევ ერთი მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ფეხბურთელის გარდაცვალების გამო შეხვედრა გადაიდო.