იტალია: მეოთხე ტურის პრევიუ
იტალიური სერიას მეოთხე ტური სტარტს დღეს აიღებს, თუმცა მატჩების დიდი და ყველაზე ნაწილი ხვალ გაიმართება.
ემპოლი – მილანი
ტურის პირველი შეხვედრა ემპოლიში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი “მილანს” უმასპინძლებს.
ქართველი ფორვარდების გუნდმა გასულ ტურში პირველი ქულა მოიპოვა. ტრავმირებულ მჭედლიძეს და შეყრილაძეს იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა “მილანთან” მჭედლიძის გამოჩენას უნდა ველოდოთ.
მილანელებმა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “იუვენტუსთან” იწვნიეს მარცხი და არც თუ ისე წარამტებულად მოთამაშე “ემპოლისთან” მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩადიან.
პარმა – რომა
სასტარტო ორ ტურში განცდილი ორი დასანანი მარცხის შემდეგ უკანასკნელ შეხვედრაში “პარმამ” ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო. დონადონის შეგირდებმა უხვგოლიან მატჩში “კიევო” სტუმრად დაამარცხეს. ახლა კი საკუთარ მოედანზე “რომას” დასახვედრად ემზადებიან.
შედეგიანობის მხრივ “პარმას” პრობლემები ნამდვილად არ აქვს. პარმელებმა საწყის სამ შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა საკუთარ კარში 8 მიიღეს.
რომაელები დამდეგ ტურს ლიდერის სტატუსში ხვდებიან. გარსიას გუნდს ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგი აქვს.
იუვენტუსი – ჩეზენა
მოქმედ ჩემპიონს მეოთხე ტურში იოლი შეხვედრა ელის. “იუვენტუსი” საკუთარ მოედაზნე “ჩეზენას” უმასპინძლებს და სავარაუდოდ მორიგ სამ ქულას უპრობლემოდ მოიპოვებს.
ბუფონის კარის დალაშქვრა ჯერჯერობით ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ამის გაკეთბა მოკრძალებულ “ჩეზენასაც” უნდა გაუჭირდეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
23/09/14
ემპოლი – მილანი
1 X 2
3.85 3.40 2.00
24/09/14
ფიორენტინა – სასუოლო
1 X 2
1.45 4.50 7.20
იუვენტუსი – ჩეზენა
1 X 2
1.13 8.60 19.50
პარმა – რომა
1 X 2
3.60 3.40 2.10
კალიარი – ტორინო
1 X 2
2.50 3.35 2.85
ვერონა – ჯენოა
1 X 2
2.10 3.35 3.65
სამპდორია – კიევო
1 X 2
1.90 3.35 4.35
ინტერი – ატალანტა
1 X 2
1.45 4.40 7.30
ნაპოლი – პალერმო
1 X 2
1.40 4.60 7.30
25/09/15
ლაციო – უდინეზე
1 X 2
1.85 3.50 4.45