დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
ვესტ ბრომვიჩს ალბერტო ბუენო სურს
“რაიო ვალეკანოს” ფორვარდი ალბერტო ბუენო “ვესტ ბრომვიჩის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.
ჩელსი ბარკლისთვის იბრძოლებს
“ჩელსი” ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველისთვის, როს ბარკლისთვის იბრძოლებს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპულიც” იჩენენ. ბარკლის “ევერტონი” 50 მილიონ გირვანქად აფასებს.
მანჩესტერს ვიდალის კვლავ აინტერესებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” “იუვენტუსიდან” არტურო ვიდალის გადაბირების იმედს არ კარგავს. ინგლისური კლუბი სეზონის ჩაგდებული სტარტის გამო შემადგენლობის გაძლიერებაზე კვლავ დაფიქრდა.
რეალი ისკოს არ გაყიდის
მადრიდის “რეალი” ისკოს გაყიდვას არ აპირებს. ნახევარმცველისადმი ინტერესს “არსენალი” და “ლივერული” იჩენდნენ, მაგრამ ინლისური პრესის ცნობით ისკოს შენარჩუნებით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული.
ევერტონი მირსს აკვირდება
იამაიკის ნაკრების 31 წლის მცველი ტაირონ მირსი, რომელიც თავისუფალი აგენტია “ევერტონში” სინჯებზე იმყოფება. კარიერის განმავლობაში მირსი “ვესტ ჰემის”, “დერბის”, “მარსელის”, “ბარნლის” და “ბოლტონის” ღირსებას იცავდა.