მანუპულაცია – მარკოიშვილის ბენეფისი და ცსკა-ს გამარჯვება “ცრვენა ზვეზდასთან”
მანუპულაცია – ასეა დასათაურებული მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია, რომელიც „გლორიას თასზე“ არმიელთა „ცრვენა ზვეზდასთან“ გამარჯვებას ეძღვნება. დავძენთ, რომ “მანუ” მარკოიშვილის ზედმეტსახელია და სათაურის შინაარსიც ცხადი გახდება. თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერმა ბენეფისი მოიწყო და საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, ცსკა-ს გუნდის წევრები და არა მხოლოდ ისინი აალაპარაკა.
„მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდნენ ფრიდზონი და მარკოიშვილი, რომლებიც ზუსტი სამქულიანებით გამოირჩნენ, ხოლო ქართველმა ლეგიონერმა საოცარი უნივერსალიზმი გამოავლინა. ის გამოირჩა თითქმის ყველა იმ მაჩვენებელში,რასაც მოიცავს კალათბურთი“ – ვკითხულობთ ცსკა-ს ვებ-გვერდზე.
მარკოიშვილმა მართლაც დიდი უნივერსალიზმი გამოავლინა და ცოტაც რომ მოენდომებინა, სამმაგ დუბლს დააგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მილოშ თეოდოსიჩი გუნდს შეუერთდა, მანუჩარი ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:01 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ქართველმა სნაიპერმა 9-დან 5 სამქულიანი და 6-დან 2 ორიანი ჩააგდო.
მარკოიშვილმა მოედნზე მყოფთაგან ყველაზე მაღალიმარგი ქმედებისკოეფიციენტი (24) დააგროვა. მისშემდეგ მოდის აარონ ჯექსონი (20), რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მილოშ თეოდოსიჩი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 27:39 წუთში 13 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა დააგროვა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა.
ვაგრძელებთ არმიელთა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის კითხვას: „მესამე მეოთხედი კი სულაც მარკოიშვილის ბენეფისად იქცა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნლობით, მან ბელგრადელთა გუნდი დახვრიტა, როცა მეოთხედის განმავლობაში 4 სამქულიანი ჩაუგდო. როცა მილოშ თოდოსიჩმაც მიითვალა სამიანი, ცსკა-ს უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია“.
ბოლო მეოთხედში ბევრიც არაფერი შეცვლილა. „ცრვენა ზვეზდამ“ სცადა ვითარების შეცვლა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ ღირსეული ანგარიშით – 72:77 დამარცხდა. 25 სექტემბერს ცსკა სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ შეხვდება და თუკი გაიმარჯვებს, ჯგუფში პირველ ადგილს და ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მეორე ჯგუფში თავმოყრილნი არიან თუქრული “ეფესი”, რომელმაც ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” წააგო და ესპანური “მალაგა”.
gbf.ge