მანუჩარ მარკოიშვილი: მთავარია, რომ მოვიგეთ და წინა მატჩებზე ნაკლები შეცდომა დავუშვით
„ცრვენა ზვეზდასთან“ ჩატარებული შედეგიანი მატჩის შემდეგ მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ლეგიონერმა კომენტარები გააკეთა. შეგახსენებთ, მანუჩარმა სტამბოლში, „გლორიას თასზე“ გამართულ შეხვედრაში 28 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა და ცსკა-ს გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
“ცხადია, ცსკა–ში გადასვლის შემდეგ, “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩი, ჩემთვის საუკეთესოა, თუმცა,მთავარია, რომ მოვიგეთ და იმაზე ნაკლები შეცდომა დავუშვით, ვიდრე – გასულ შეხვედრებში. წინკიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია.
თავი უკეთესად უნდა დავიცვათ და შეტევაში ნაკლები ბურთი დავკარგოთ. გუნდში ყველაზე მეტისათამაშო დრო მაქვს? მიხარია, რომ ასეა, მაგრამ მესმის, რომ ტრავმირებული ბიჭების დაბრუნებისშემდეგ, ეს დრო შემცირდება.
თუმცა, ამაზე არ ვნაღვლობ. უბრალოდ, სანამ შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, თამაშისგანსიამოვნება მივიღო. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში ასეთი კარგი სტატისტიკამხოლოდ ჩემი დამსახურებაა. თანაგუნდელები ძალიან დამეხმარენ. ისინი ჩინებულ პასებსმაწვდიდნენ და მეც ვაგდებდი.
გასულ თამაშში დაცვაში ჩასვლას ვაგვიანებდით და სერბებმა პირველი ტემპით ბევრი ქულამიითვალეს. მოუთმენლად ველით ხრიაპას, უიმსის და დე კოლოს დაბრუნებას და ჩვენი ნამდვილისახეც მაშინ გამოჩნდება”.
gbf.ge