დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუვენტუსი ჟინიაკით დაინტერესდა
ტურინის “იუვენტუსი” “მარსელიდან” ანდრე-პიერ ჯინიაკის გადაბირებაზე ფიქრობს. ფრანგი შემტევის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს უმთავრდება.
ოტამდენდი მანჩესტერში?
“ვალენსიას” მცველი ნიკოლას ოტამენდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. არგენტინელ მოთამაშეს ინგლისური კლუბის სკაუტები უკვე აკვირდებიან. თუმცა, ესპანური მხარე ოტამენდის გასხვისებას არ ჩქარობს.
ანდერსონი ინდოეში წავა
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერსონი უახლოეს მომავალში კლუბს დატოვებს და კარიერის გასაგრძელებლად ინდოეთში გაემგზავრება. ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი სუპერლიგის კლუბი “პუნე” იჩენს.
ვოლფსბურგს როდრიგესის შენარჩუნება სურს
“ვოლფსბურგის” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ კლუბი რიკარდო როდრიგესის გასხვისებას არ აპირებს. ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, თუმცა “ვოლფსბურგი” როდრიგესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
პიკე მანჩესტერში არ დაბრუნება
“ბარსელონას” მცველის პიკეს “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერო ფაქტობრივად ჩაშლილია. ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელის მეუღლემ, ცნობილმა მომღერალმა შაკირამ ინგლისში წასვლა არ მოისურვა.