შოუ: “მოედანზე გამოსასვლელად მზად ვარ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ინგლისელმა მცველმა ლუკ შოუმ აღიარა, რომ ის “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ მოედანზე გამოსასვლელად მზად არის.
“ძალიან გაწბილებული ვიყავი იმის გამო, რომ ტრავმამ ხელი შემიშალა სეზონის პირველ მატჩში მოედანზე გამოვსულიყავი. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, რათა ფორმიდან არ ამოვვარდნილიყავი. “ვალენსიას” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მყესის არეში ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ამიტომ იძულებული გავხდი მოედანი რაც შეიძლება სწრაფად დამეტოვებინა. დიდი იმედი მაქვს, სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრავმის გარეშე დავასრულებ.”
“ჩვენ ვიცით, რომ “ლესტერთან” ასეთი ანგარიშით დამარცხება, ნორმალური მოვლენა არ არის. ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება თითქმის გამარჯვებული თამაში დავთმოთ. ამ კვირას ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ლესტერთან” დაკარგული ქულები, დღეს ავანაზღაუროთ.”–განაცხადა 19 წლის მცველმა