ფელაინი: “ვან გაალს ჩემთვის, წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი ამტკიცებს, რომ ვან გაალს მისი გუნდიდან წასვლის შესახებ საკითხი არ წამოუყენებია. მარუანმა ახლახანს მოიშუშა ტერფის ტრავმა. ბელგიელი გასულ სეზონში მიღებული კარგი გაკვეთილების შემდეგ, სათამაშოდ მზად არის და ახალ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდება.
“მე ვან გაალთან ბევრჯერ მისაუბრია და მას არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ კლუბი უნდა დამეტოვებინა. მისი თქმით, ნახევარდაცვაში ძლიერი კონკურენცია იქნება, მაგრამ მე გაბრწყინვის შანსს მივიღებ.”
“წინა სეზონში, ძალიან სეზონში, ძალიან ბევრი ჩავარდნა და რთული მომენტი მქონდა, მაგრამ ეს მე მხოლოდ ძლიერს მხდის. მუნდიალზე ძალიან კარგად ვიასპარეზე, სამწუხაროა, რომ ტრავმამ ჩემი მიზნების განხორციელებას ხელი შეუშალა, მაგრამ მე თვის დასაწყისში დავბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძირითადში ადგილი დავიმკვიდრო.”–განაცხადა ფელაინიმ