იტალია: მეხუთე ტურის პრევიუ
იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში “რომა” “ვერონას” უმასპინძლებს, “იუვენტუსი” “ატალანტას” ესტუმრება, ხოლო მილანის “ინტერი” ურთიერთობას “კალიარისთან” გაარკვევს.
რომა – ვერონა
შესანიშნავი ფორმაში მყოფი “რომა”, რომლის აქტივშიც ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულაა, მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე “ვერონას” უმასპინძლებს. მეორე სეზონის სინდრომი ანდრეა მანდორლინის გუნდს ჯერჯერობით არ აწუხებს. მიუხედავად რამდენიმე ლიდერის წასვლისა, ვერონელებმა გუნდურობა არ დაკარგეს. თუმცა, “რომას” საკუთარ მოედანზე კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება წესით არ უნდა გაუჭირდეს. ამაზე გასული სეზნის სტატისტიკაც მეტყველებს.
ატალანტა – იუვენტუსი
მორიგ გამარჯვებას, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილის კიდევ ერთ ლიდერსაც მოიპოვებს. “იუვენტუსში” ალგრის დანიშვნის შემდეგ ტურინული კლუბისგან ფეხბურტის სპეციალისტები ჩავარდნას ელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ვითარება საპირისპიროა. “ბებერმა ქალბატონმა” სასტარტო ტურებში ყველა შეხვედრის მოგება შესძლო.
მომავალ მეტოქესთან “იუვენტუსს” ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. ტურინელებმა “ატალანტას” ბოლო 8 შეხვედრა მოუგეს.
ინტერი – კალიარი
“ინტერი” “კალიარი” დამარცხებას უკვე 5 თამაშია ვერ ახერხებს. არასასიამოვნო სტატისტიკაა, თუმცა სტუმრები დღეს არსებული მდგომარეობით მაცარის გუნდს წინააღმდეგობას ალბათ ვერ გაუწევენ.
მილანელებმა სეზონი ნორმალურად დაიწყეს და ყოველ ტურში პროგრესირებენ. მაცარისგან ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ითხოვს. შესაბამისად, “კალიარის” დონის გუნდებთან ქულების დაკარგვა “ინტერის” გეგმებში არ შედის.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
27/09/14
რომა – ვერონა
1 X 2
1.42 4.90 8.00
ატალანტა – იუვენტუსი
1 X 2
6.55 3.65 1.63
28/09/14
სასუოლო – ნაპოლი
1 X 2
4.30 3.50 1.85
ჩეზენა – მილანი
1 X 2
5.35 3.65 1.67
ინტერი – კალიარი
1 X 2
1.47 4.20 7.05
კიევო – ემპოლი
1 X 2
2.30 3.20 3.30
ტორინო – ფიორენტინა
1 X 2
2.75 3.20 2.65
ჯენოა – სამპდორია
1 X 2
2.85 3.20 2.60
29/09/14
უდინეზე – პარმა
1 X 2
2.20 3.30 3.40
პალერმო – ლაციო
1 X 2
3.10 3.25 2.35