სიახლე “არსენალის” ლაზარეთიდან
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველები მიკელ არტეტა და აარონ რემსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს “გალათასარაის” წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებენ.
გუშინ, თბილისის დროით 20:30 წუთზე გაიმართა ლონდონური დერბი, ერთმანეთს “არსენალი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის პირველივე ტაიმში, ნახევარმცველებმა კუნთის ტრავმა მიიღეს მოედანი ნაადრევად დატოვეს.
“სამწუხაროდ, ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს “გალათასარაის” წინააღმდეგ გამოტოვებენ. ეს გარდაუვალია. მათ მწვავე კუნთის ტრავმა აწუხებთ.”–განაცხადა არსენ ვენგერმა
“არსენალი”–”გალათასარაის” შეხვედრა, ოთხშაბათს, 1 ოტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება. თამაშიდან ოთხი დღის შემდეგ, “მეთოფეები” “ჩელსის” ხვდებიან. ითამაშებენ არტეტა და რემსი მომავალ დერბიში? საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.