19-წლამდელები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. გიორგი დევდარიანის გუნდი გუშინ, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“)
მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი თევზაძე (ყველა „საბურთალო“), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურაბ ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი ბერიძე („დილა“, გორი), დემურ ჩიხლაძე („დინამო“ თბილისი)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), მათე კვირკვია („ვიტ ჯორჯია“), ილია კერძევაძე („სამტრედია“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია), ცოტნე მესხი („შუქურა“, ქობულეთი)
ლუკა ზარანდია ბელგიიდან დღეს ჩამოვიდა და გუნდს საღამოს შეუერთდება. ხვალ, უკვე ნაკრებთან ერთად იქნება ლადო მოხევიშვილი. შეკრებაზე 1 ოქტომბერს შევა ილია კერძევაძე. ყველაზე გვიან, 6 ოქტომბერს ჩამოვა რომან ჭანტურია,რომელსაც თავისი კლუბის შემადგენლობაში თამაში აქვს ჩასატარებელი.
დღეს, ნაშუადღევს, გიორგი დევდარიანმა გუნდი „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მინდორზე ავარჯიშა. ზეგიდან, ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს უკვე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეებირუმინეთის, კვიპროსისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან. მატჩები 8, 10 და 13 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური