რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობს დი მარია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მომავალში არგენტინის ჩემპონატში დაბრუნებას აპირებს. კერძოდ, არგენტინელი ფეხბურთელი მშობლიურ “როსარიო სენტრალში” დაბრუნებაზე ოცნებობს, რომლის ღირსებასაც 2007 წლამდე იცავდა.
“მინდა, რომ მომავალში “როსარიო სენტრალში” ვითამაშო. ეს ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი გუნდი იქნება, დანარჩენი კლუბები მხოლოდ მის შემდეგ მოდიან. “როსარიო სენტრალი” მუდამ დარჩება ჩემს გულში. კარგი იქნებოდა ამ გუნდში ესეკიელ ლავესისთან და ხავიერ მასკერანოსთან კვლავ ერთად თამაში. ოდესღაც ევროპაში წასვლა მინდოდა, ახლა კი არგენტინაში დაბრუნებაზე ვოცნებობ”, – ციტირებს ესპანური “მარკა” დი მარიას სიტყვებს.
26 წლის არგენტინელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლს 30 ივნისს ეწურება.