შოტლანდიის შემადგენლობა ცნობილია
შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან და პოლონეთთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გამოძახებულთა 27-კაციან სიაში რამდენიმე დებიუტანტია. ასევე, გუნდს კაპიტანი, სკოტ ბრაუნიც დაუბრუნდა.
მეკარეები: კრეიგ გორდონი (სელტიკი), დევიდ მარშალი (კარდიფ სიტი), ალან მაკგრეგორი (ჰალ სიტი).
მცველები: კრისტოფ ბერა (იფსვიჩი), კრეიგ ფორსითი (დერბი), გორდონ გრირი (ბრაიტონი), გრანტ ჰანლი (ბლექბერნი), ალან ჰატონი (ასტონ ვილა), რასელ მატინი (ნორვიჩი), მარკ რეინოლდსი (აბერდინი), ანდრიუ რობერტსონი (ჰალ სიტი), სტივენ უაითაკერი (ნორვიჩი).
ნახევარმცველები: იკეჩი ანია (უოტფორდი), ბარი ბანანი (კრისტალ პალასი), სკოტ ბრაუნი (სელტიკი), კრეიგ ბრისონი (დერბი), კრის ბურკ (ნოთინგემი), გრეჰამ დორანსი (ვესტ ბრომვიჩი), დარენ ფლეტჩერი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაიან გაულდი (სპორტინგი), შონ მალოუნი (უიგანი), ჯეიმს მაკარტური (კრისტალ პალასი), ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი).
თავდამსხმელები: სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), სტივენ მეი (შეფილდ უენსდეი), კრის მარტინი (დერბი), სტივენ ნეისმითი (ევერტონი).
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, გლაზგოში, “აიბროქსზე” გაიმართება.