ჩემპიონთა ლიგა: მეორე ტურის პრევიუ
ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტურის დრო დადგა. დღეს და ხვალ ევროპულ არენებზე ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩები გაიმართება.
გამორჩეულ შეხვედრას პარიზი უმასპინძლებს, სადაც “პარკ დე პრენსზე” “პსჟ” გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, “ბარსელლონას” უმასპინძლებს. კატალონიური გუნდი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატს კი ლიდერობს, თუმცა დამაჯერებელი და ჩემპიონისთვის დამახასიათებელი თამაშის ჩვენება ბარსელონელებმა მხოლოდ უკანასკნელ ტურში მოახერხეს. “პსჟ” და “ბარსელონა” გასულ სეზონში ერთმანეთს პლეი-ოფის სტადიაზე შეხვდნენ. ორმატჩიან დუელში ორი ფრე დაფიქსირდა. შემდეგ ეტაპზე კატალონიელები მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გავიდნენ. კიდევ ერთი საინტერესო მატჩი, რომელიც გულშემატკივართა ინტერესს იწვევს, მანჩესტერში გასამართი დაპირისპირებაა. “სიტის” “ეტიჰადზე” იტალიური “რომა” ესტუმრება. ლიგის მიმიდნარე გათამაშების პირველ ტურში რომაელებმა “ოლიმპიკოზე” მოსკოვის ცსკა-ს დიდი ანგარიშით აჯობეს. აი მანჩესტერელბი კი მიუნხენში მინიმალურად დამარცხდნენ და დღევანდელ შეხვედრაში ქულების მოპოვება აუცილებლად სჭირდებათ.
ტურის მეორე დღეს გასამართი შეხვედრებიდან მადრიდში გასამართი დაპირისპირება გამოირჩევა, სადაც ადგილობრივ “ატლეტიკოს” ტურინის “იუვენტუსი” ესტუმრება. გასული გათამაშების ფინალისტებმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის არც თუ ისე ძლიერ “ოლიმპიაკოსთან” მარცხით დაიწყეს. საპირისპირო ვითარებაა “იუვენტუსის” ბანაკში. მიუხედავად სამწვრთნელო ცვლილებებისა, “იუვე” საშინაო ასპარეზზეც და ლიგაზეც ჯერჯერობით უდანაკარგოა.
საინტერესოა ლონდონში გასამართი მატჩიც. “არსენალი” საკუთარ მოედანზე “გალათასარაის” უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ვენგერის გუნდმა ერთი თურქული გუნდი უკვე დაამარცხა. მართალია, “მეთოფეებმა” ორი შეხვედრის ჯამში “ბეშიქთაშს” მხოლოდ ერთხელ გაუტანეს, თუმცა სამაგიეროდ კარი მშრალად შეინახეს და ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
30/09/14
ცსკა მოსკოვი – ბაიერნი
1 X 2
7.80 4.70 1.43
მანჩესტერ სიტი – რომა
1 X 2
1.77 3.70 4.90
პსჟ – ბარსელონა
1 X 2
3.80 3.35 2.08
აპოელი – აიაქსი
1 X 2
2.90 3..20 2.62
შალკე – მარიბორი
1 X 2
1.40 5.00 8.00
სპორტინგი – ჩელსი
1 X 2
4.75 3.40 1.87
შახტარი – პორტო
1 X 2
2.65 3.20 2.85
ბატე – ბილბაო
1 X 2
4.35 3.35 1.95
01/10/14
მალმიო – ოლიმპიაკოსი
1 X 2
3.60 3.35 2.10
ატლეტიკო – იუვენტუსი
1 X 2
2.25 3.20 3.40
ბაზელი – ლივერპული
1 X 2
3.50 3.30 2.16
ლუდოგოეცი – რეალი
1 X 2
16.50 6.50 1.21
ზენიტი – მონაკო
1 X 2
1.75 3.55 5.10
ლევერკუზენი – ბენფიკა
1 X 2
1.95 3.50 4.00
არსენალი – გალათასარაი
1 X 2
1.62 4.00 5.45
ანდერლეხტი – დორტმუნდი
1 X 2
5.15 3.90 1.67