9 ცნობილი მოთამაშე, რომელიც „მონაკოში“ დარჩა
ერთი შეხედვით, ხამეს როდრიგესისა და რადამელ ფალკაოს წასვლის შემდეგ „მონაკო“ მრისხანე კლუბად აღარ ჩანს. თუმცა გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე ამას მაინც ვერ ვიტყვით, რადგან კლუბში ცნობილი მოთამაშეები ახლაც ირიცხებიან, მათ შორის კი, 9 ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება.
1. 36 წლის რიკარდუ კარვალიო „მონაკოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
2. ნახევარმცველ ჟოფრე კონდოგბიას სანაცვლოდ „მონაკომ“ შარშან 20 მილიონი ევრო გადაიხადა და იგი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომლის გაშვებაც კლუბს მისაღებ ფასად შეუძლია.
3. ჟერემი ტულალანი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 10 წლის წინ. ამავდროულად იგი რეგულარულად ყვითელი ბარათების მიღებას აგრძელებს.
4. ჟოაუ მოუტინიუს თავის გამოსაჩენად ჯერ კიდევ 2-3 წელი აქვს
5. ლუკას ოკამპოსი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელმაც „მონაკო“ ლიგა 2-დან ამოიყვანა
6. დიმიტარ ბერბატოვი ამჟამად გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. შესაძლოა, მოვლენების ასეთ განვითარებას ბულგარელი თუნდაც ნახევარი წლის წინ ვერც ივარაუდებდა.
7. „ანჟიდან“ წასვლის შემდეგ ლასინა ტრაორემ ტრავმების გამო უამრავი დრო დაკარგა, „ევერტონში“ იჯარას შედეგი არ მოუტანია – ფეხბურთელი დღემდე მკურნალობს.
8. ყველაზე მეტად, ალბათ, მარტინ სტეკელენბურგს გაუმართლა, რომელმაც „ფულჰემიდან“ და ფელიქს მაგათისგან გაქცევა დროულად მოახერხა.
9. ტუნისის ნაკრების მცველი აიმენ აბდენური „მონაკოს“ განვლილი სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. აფრიკელის სანაცვლოდ კლუბმა 13 მილიონი ევრო გადაიხადა.