კოულს ლამპარდის წინააღმდეგ თამაში სურს
“რომას” მცველმა ეშლი კოულმა აღიარა, რომ იგი ყოფილი თანაგუნდელის წფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ თამაშს ვერ ელოდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “არისტოკრატებმა” საკუთარ ვეტერანებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქვეს. რის შემდეგც ეშლი კოული “რომაში”, ხოლო ლამპარდი ჯერ “ნიუ იორკ სითიში”, ხოლო შემდეგ კი იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ერთმანეთს “რომა” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან, ყოფილმა თანაგუნდელებმა შეიძლება დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ.
“ლამპარდისა და ჯო ჰარტის წინააღმდეგ თამაში ძალიან მაგარი იქნება. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე “რომაში” მათ დავუპირისპირდებოდი. მშვენიერი იქნება, თუ მე და ფრენკი თამაშს ძირითადიდან დავიწყებთ.”
“ყველამ იცის, რომ ლამპარდს შეუძლია ყველა გუნდისთვის იბრძოლოს. იგი გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც მიზანს აუცილებლად აღწევს. მან ყოფილი კლუბის კარში გოლი გაიტანა, ეს ზოგს არ მოეწონებოდა, მაგრამ ნათელია, რომ იგი პროფესიონალია და საკუთარი სამუშაო ათიანზე შეასრულა.”
“არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გაშვებით “ჩელსიმ” შეცდომა დაუშვა, მე ამას ჩვეულებრივად ვუყურებ. ლონდონში რვა მშვენიერი წელი გავატარე, ახლა კი ახალი გამოწვევების დროა.”-განაცხადა კოულმა