დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ტოტენჰემს გაბიადინი სურს
ლონდონის “ტოტენჰემი “სამპდორიადან” მანოლო გაბიადინის გადაბირებითაა დაინტერესებული. ინგლისელები ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განაცხადს ზამთარში გააკეთებენ.
ჩელსი ბენფიკას მოთამაშით ინტერესდება
ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსი” “ბენფიკას” შემტევს, ტალისკას აკვირდება. ახალგაზრდა მოთამაშემ პორტუგალიის ჩემპიონატის სასტარტო 6 ტურში 5 გოლის გატანა მოახერხა.
ფიორენტინა მუტუს დაბრუნებაზე დაფიქრდა
“ფიორენტინა”, რომელიც როსის და გომესის ტრავმების გამო ფაქტობრივად შემტევების გარეშე დარჩა, თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს. იტალიური კლუბის მესვეურები 35 წლის ანდრიან მუტუს დაბრუნებაზე დაფიქრდნენ, რომელიც კარიერის გაგრძელებას ინდოეთში აპირებს.
ბაიერნი რიკარდო როდრიგესს აკვირდება
უცხოური მედიის ცნობით მიუნხენის “ბაიერნის” “ვოლფსბურგიდან” რიკარდო როდრიგესის გადაბირებას ეცდება. მიუნხენელები ტრანსფერი განხორციელებას ზაფხულში აპირებენ.
რონალდუ რეალში მინიმუმ 2 სეზონს ჩაატარებს
ინგლისური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს გაშვებას არ აპირებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, პროტუგალიელის “მანჩესტერში” დაბრუნება მხოლოდ ორ წელიწადში იქნება შესაძლებელი.