დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ლაციო ლედესმას შეელევა
არგენტინელი ნახევარმცველი კრისტიან ლედესმა, რომელიც რომაელთა მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის, იანვარში კლუბს გამოიცვლის.
ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ზაფხულში ხდება. ამიტომ, “ლაციოს” მის გაყიდვას ზამთარში ეცდება.
პსჟ დუგლას კოსტას აკვირდება
დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველი დუგლას კოსტა “პსჟ”-ს ინტერესთა სფეროში მოხვდა. პარიზელთა სკაუტები მოთამაშეს უკვე აკვირდებიან. გასულ წელს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ბრაზილიელმა კლუბიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.
მანჩესტერს კუადრადო სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” “ფიორენტინას” ხუან კუადრადოს სანაცვლოდ 38,5 მილიონს შესთავაზებს. ინფორმაციას ინგლისური პრესა ავრცელებს.
მანჩესტერელებს ფეხბურთელის შეძენის სურვილი ზაფხულშიც ჰქონდათ, თუმცა იტალიური მხარისგან უარი მიიღეს.
ლივერპულის ახალი შეთავაზება ნაპოლის
“ლივერპული” გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროსთან ერთად ლუკას ლეივას შესთავაზებს. საინტერესოა, რომ ლეივა ინგლისურ კლუბში რაფა ბენიტესის მოთხოვნით გადავიდა, რაც ესპანელი სპეციალისტის ფეხბურთელისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
ბორუსია ბაზელის აკვირდება
“ბორუსიას” სკაუტები “ატალანტასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. იტალიური პრესის ცნობით, დორტმუნდელები ბერგამელთა 22 წლის ნახევარმცველს, დანიელი ბაზელის აკვირდებიან.