ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია
შოტლანდიასთან მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. სანდრო კობახიძისა და ლაშა
დვალის ნაცვლად, თემურ ქეცბაიამ კვიპროსული „ოთელოსის“ ნახევარმცველი – ლევან ხმალაძე და დანიური „ოდენსეს“ შემტევი – ლადო დვალიშვილი გამოიძახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ოქტომბერს, გლაზგოში შეიკრიბება და მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.
აქვე, შეგახსენებთ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ
ფეხბურთელთა სიას:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო თბილისი“)
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი),
გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი
(„ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი), ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), ლევან ხმალაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი)
თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („ოდენსე“, დანია)
სფფ-ს პრესამსახური