კომპანის “ჩელსის” წარმატებული სტარტი არ ადარდებს
“მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ განაცხადა, რომ მას ლონდონის “ჩელსის” ასეთი სტარტი არ ანაღვლებს.
ამ მომენტისათვის ინგლისის მოქმედი ჩემპიონები, 3–ე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ ლონდონის “ჩელსის” 5 ქულით ჩამორჩებიან. მიუხედავად ამისა, კომპანის სჯერა რომ მისი გუნდი “არისტოკრატებს” მალე დაეწევა.
“მე ვერ ვიტყვი, რომ “ჩელსის” ახლანდელი მდგომარეობა მადარდებს. პირიქით, ჩვენ მათი გასწრება შეგვიძლია, როდესაც პრემიერ ლიგის 2012 წლის ჩემპიონები გავხდით, მაშინ ჩვენ სეზონის დასრულებამდე 6–7 ტურით ადრე ცხრა ქულის აღება და პირველ ადგილზე გასვლა შევძელით.”
“წინა სეზონში “არსენალმა” თებერვალში შესაძლო 8ქულიდან ყველა ქულა მოიპოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა პრემიერ ლიგის ტიტულის პრეტენდენტები ჩვენ და “ლივერპული” ვიყავით.”
“არსებობს უამრავი მიზეზი , თუ რატომ არ უნდა მეშინოდეს მე “ჩელსის” წარმატებული სტარტის.”–განუცხადა ბელგიელმა Sky Sports