რემსი: “უელბეკს ნამდვილად შეუძლია “არსენალის” ლეგენდა გახდეს”
“არსენალის” ნახევარმცველი აარონ რემსი მიიჩნევს, რომ მის ახალ თანაგუნდელ დენი უელბეკს ყველა თვისება გააჩნია საიმისოდ, რომ “არსენალის” ლეგენდა გახდეს.
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში “არსენალი” “გალათასარაის” დაუპირისპირდა, მატჩში ინგლისელმა უელბეკმა ჰეთ–თრიქი გაიფორმა. დენის კარიერა “ემირეიტსზე” ძალიან კარგად დაიწყო, რემსი მიიიჩნევს, რომ უელბეკს ლონდონში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია.
“უელბეკს ყველა თვისება გააჩნია საიმისოდ, რომ ჩვენი კლუბის ლეგენდა გახდეს. იგი ძალიან სწრაფია და ამასთანავე უძლიერესი დარტყმა აქვს.”
“თურქების წინააღმდეგ, მან გოლი ტიერი ანრის სტილში გაიტანა. მან ოთხშაბათს ჩინებულად ითამაშა, ეს მის კარიერაში პირველი და უმნიშვნელოვანესი ჰეთ–თრიქი იყო. დენის ეს წარმატება დიდ იმპულს შემატებს, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.”–განაცხადა რემსიმ