პარდიუს ოჯახს საფრთხე ემუქრება?
“ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ შიშობს, რომ გულშემატკივრების აგრესია მის ოჯახსა და ახლობლებზე გავრცელდება.”
მიუხედავად იმისა, რომ “ნიუკასლის” ფანები პარდიუს გადადგომას მოითხოვენ და ფართომასშტაბიან აქციებს მართავენ, მთავარ მწვრთნელს საფრთხის არ ეშინია და იგი ნიუკასლის ქუჩებში დაცვის გარეშე დადის.
გუშინ, როდესაც 53 წლის ლონდონელი მწვრთნელი ქალაქის ქუჩებში სეირნობდა, “ნიუკასლის” ორ გულშემატკივართან კონფლიქტი მოუვიდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო.
პარდიუ შიშობს, რომ გულშემატკივართა აგრესია ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე გავრცელდება.
“ძალიან მეშინია, რადგან გულშემატკივრებმა შეიძლება ჩემს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეეხონ. დიახ მე ქუჩებში დაცვის გარეშე დავდივარ და ამას მომავალშიც გავაგრძელებ.”
“ამ კვირას, ორ გულშემატკვივარს წავაწყდი, რომლებმაც მათი აზრი გამოხატე, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ჩავარდნა–ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მწვრთნელისთვის დამახასიათებელია.”
“მე შემიძლია გითხრათ, რომ შევხვდი ისეთ გულშემატკივრებს, რომლებმაც მე წარმატება მისურვეს და რთულ პერიოდში თანადგომა გამომიცხადეს. კრიტიკა კარგია, რადგან ის ადამიანებს აძლიერებს.”–განაცხადა პარდიუმ