“სიტიმ” დემიჩელისს დარჩენა შესთავაზა
“მანჩესტერ სიტიმ” არგენტინელ მცველ მარტინ დემიჩელისს გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩენა სთხოვა.
არგენტინელი “ეტიჰადზე” 2013 წელს მადრიდის “ატლეტიკოდან” გადმოვიდა. 33 წლის მცველს ინგლისში ადაპტაციისათვის საკმაო დრო დასჭირდა. მალე მან პელეგრინის გული მოიგო და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შეძლო.
ამ სატრანსფერო ფანჯარაზე “სიტი” კიდევ ერთი მცველით, ელაკიმ მანგალათი გაძლიერდა. მანჩესტერელებმა ტრანსფერში 32 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
პელეგრინის გეგმების ნაწილში 33 წლის არგენტინელიც შედის. “ქალაქელებმა” ჯილდოს სახით, რამოდენიმე დღის წინ დემიჩელისს 12 თვიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
“ჩვენ შთამბეჭდავ ფასად მანგალა შევიძინეთ. ვფიქრობ, ცენტრალური მცველი გვჭირდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ამ პოზიციაზე კომპანისა და მარტინის სახით ძლიერი მცველები გვყავს.”–განაცხადა პელეგრინიმ