ქართველ და სამხრეთ აფრიკელ ჭაბუკთა I სამატჩო დღე
სამხრეთ აფრიკული ‘აფეესის’(AVS) ჭაბუკები ქართულ ტურნეს შეუდგნენ. გუშინ, 3 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამ დღიანი ასპარეზობის პირველი სამატჩო დღე შედგა.
ფოტოები: საქ U15-აფეეს U14 >>>
ფოტოები: აღმ.საქ U17-აფეეს U16 >>>
საღამოს პირველი შეხვედრა, რომელიც საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებსა და ‘აფეესის’ 14-წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართა, დაგეგმილი 16:30 საათის ნაცვლად ნახევარი საათით გვიან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ თავიდან შევარდენზე დაახლოებით 200-300 გულშემატკივარი იყო შეკრებილი, მაგრამ მალევე ტრიბუნა თითქმის შეივსო და გემრიელი სარაგბო ქომაგობა გაჩაღდა – ქართული სარაგბო პუბლიკა არც ქართველი მოზარდების და არც აფრიკელი სტუმრების კარგ თამაშს აკლებდა ტაშსა თუ ოვაციას.
შეხვედრებში კი, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრბმა აფრიკელ 14-წლამდელებს 19-7 სძლია;
ხოლო საღამოს მეორე მატჩში, აღმოსავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ‘აფეესის’ 16-წლამდელებს 34-5 მოიგო;
‘აფეესის’ კლუბის ქართული ტურნეს ფარგლებში კიდევ ორი ეტაპი გაიმართება:
ორშაბათს, 6 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკელები ქუთაისს ესტუმრებიან:
16:30 დასავლეთი საქართველო 15-წ. – აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)
18:00 დასავლეთი საქართველო 17-წ. – აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)
ასპარეზობის ბოლო ეტაპი პარასკევს, 10 ოქტომბერს, კვლავ “შევარდენზე” გაიმართება. პროგრამა პირველი ეტაპისას ემთხვევა:
16:30 საქართველო 15-წ. – აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)
18:00 საქართველო 17-წ. – აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)
Rugby.Ge