ინგლისი: მეშვიდე ტურის პრევიუ
მორიგი ინგლისური ტური ტრადიციულად უშეღავათო დაპირისპირებებს გვპირდება. თუმცა, გულშემატკივართა განსაკუთრებულუ ყურადღებას “სტემფორდ ბრიჯზე” გასამართი ლონდონური დერბი იპყრობს.
ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი
ჩემპიონთა ლიგაში “ბაზელთან” განცდილი მარცხის შემდეგ ბრენდან როჯერსი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. “წითლებს” გამარჯვება ძალიან სჭირდებათ, თუმცა “ვესტ ბრომვიჩი” იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის. ალან ირვინის შეგირდები საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან, რაც მათი ბოლო რეზულტატებიდანაც ჩანს.
გუნდები მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებიან. “ლივერპულს” ალენი, ჩანი, და ჯონსონი ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ არის სტარიჯის თამაშიც.
ტრავმირებულთა ანალოგიური რაოდენობაა “ვესტ ბრომვიჩის” ბანაკში. სტუმრები ანიჩებეს, იდეიეს და ვარელას მოისაკლისებენ. შესაძლოა, თამაში ვერც პოკონიოლიმ შესძლოს.
მანჩესტერი იუნაიტედი – ევერტონი
გასულ სეზონში “ევერტონმა” მანჩესტერელების დამარცხება ორჯერ მოახერხა. ლუი ვან გაალის გუნდი რევანშისთვის კი ემზადება, თუმცა შეხვედრას საუკეთესო მდოგმარეობაში არ ხვდება.
პირველ რიგში პრობლემები მანჩესტერელთა შემადგენლობას ეხება. ტრავმირებულ მოთამაშეთა გრძელ სიას დისკფალიფიცირებული კაპიტანი, უეინ რუნი დაემატა.
“ევერტონს” სეზონის სტარტი კატასტროფული გამოუვიდა. საწყის ხუთ ტურში მარტინესის გუნდმა საკუთარ კარში 13 გოლი გაუშვა. მიუხედავად ამისა, მოახლოვებულ შეხვედრაში ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი.
ჩელსი – არსენალი
ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “არსენალს” მიიღებს. აღნიშნული მატჩის მნიშვნელობაზე და პრინციპულობაზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო.
ტრადიციულად დაძაბულ დერბის სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვე უფრო საინტერესოს ხდის. ვენგერის შეგირდებს გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთან მიახლოვების საშუალება ეძლევათ.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, თუმცა “ჩელსის” ამ მხრივ გაცილებით ნაკლები პრობლემა აქვს. მოურინიო მხოლოდ რამირესს და დროგბას მოისაკლისებს. “არსენალში” კი ტრადიციულად ტრავმების ეპიდემიაა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არტეტას, სანოგოს, უოლკოტს, რემსის, ჟირუს და დებიუშის აქვთ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
04/10/14
ჰალ სიტი – კრისტალ პალასი
1 X 2
2.25 3.25 3.40
ლესტერ სიტი – ბარნლი
1 X 2
1.77 3.55 5.05
ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი
1 X 2
1.52 4.60 6.00
სანდერლენდი – სტოკ სიტი
1 X 2
2.72 3.15 2.80
სუონსი – ნიუკასლი
1 X 2
2.00 3.40 4.00
ასტონ ვილა – მან. სიტი
1 X 2
6.65 4.00 1.55
05/10/14
მანჩესტერ იუნ. – ევერტონი
1 X 2
1.72 3.80 5.00
ჩელსი – არსენალი
1 X 2
1.72 3.70 5.20
ტოტენჰემი – საუთჰემპტონი
1 X 2
2.27 3.25 3.35
ვესტ ჰემი – ქპრ
1 X 2
1.97 3.35 4.20