იტალია: მეექვსე ტურის პრევიუ
იტალიური ჩემპიონატის ტურის მთავარი მატჩის ტურინში გაიმართება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ გათამაშების ლიდერები წარსდგებიან.
მილანი – კიევო
სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას “მილანის” საკუთარ მოედანზე, “კიევოსთან” ეცდება. ინძაგის შეგირდებმა სეზონის კარგად დაიწყეს, თუმცა “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ მოგების გემოს ვეღარ იხსენებენ.
კარგი შედეგები არც “კიევოს” აქვს, რომელიც 5 ტურის შემდეგ მხოლოდ აქტივში მხოლოდ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა განლაგებული.
ასე რომ, მილანელებს სეზონის მესამე გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი აქვთ.
ფიორენტინა – ინტერი
საინტერესო მატჩს უმასპინძლებს ფლორენცია, სადაც ადგილობრივ კლუბს “ინტერი” ესტუმრება და გასულ ტურში განცდილი მტკივნეული მარცხის დავიწყებას ეცდება. თუმცა, მილანელები “კალიარისთან” განცდილი შოკისგან ნელ-ნელა რომ გამოდიან, ხუთშაბათს “ყარაბახთან” შეხვედრაში გამოჩნდა. მართალია, აზერბაიჯანული კლუბი დონით სერია ა-ს ვერცერთ ბინადარს ვერ შეედრება, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნებისმიერ გამარჯვებას “ინტერისთვსი” უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ევროასპარეზზე გამარჯვება “ფიორენტინამაც” მოიპოვა. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა მინსკის “დინამოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
იუვენტუსი – რომა
მიმდინარე სეზონში საშინაო ასაპრეზზე დაუმარცხებელი გუნდების შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს. გასული სეზონის მსგავსად, დიდი ალბათობით, ჩემპიონობისთვის წელსაც “იუვენტუსი” და “რომა” იბრძოლებენ. ამიტომ, სეზონის ნებისმიერ დროს ამ გუნდების შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
გასულ სეზონში გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და ორ შემთხვევაში მატჩები “იუვეს” გამარჯვებით დასრულდა. “რომამ” კონკურენტის დამარცხება მხოლოდ იტალიის თასის გათამაშებაში შესძლო, თუმცა ტურნირის მოგება მაინც ვერ მოახერხა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
04/10/14
ვერონა – კალიარი
1 X 2
2.26 3.25 3.30
მილანი – კიევო
1 X 2
1.48 4.25 7.40
05/10/14
ემპოლი – პალერმო
1 X 2
2.45 3.15 3.10
პარმა – ჯენოა
1 X 2
2.02 3.30 3.95
ლაციო – სასუოლო
1 X 2
1.57 3.85 6.50
სამპდორია – ატალანტა
1 X 2
2.00 3.25 4.15
უდინეზე – ჩეზენა
1 X 2
1.58 3.70 6.80
იუვენტუსი – რომა
1 X 2
1.97 3.35 4.15
ფიორენტინა – ინტერი
1 X 2
2.55 3.20 2.90
ნაპოლი – ტორინო
1 X 2
1.58 3.85 6.40