ქლევერლი “ასტონ ვილაში” დასარჩენად მზად არის
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, რომელიც იჯარის წესით “ასტონ ვილაში” თამაშობს განაცხადა, რომ არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ, ბირმინგემულ კლუბში დარჩენა სურს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ინგლისელი ნახევარმცველი “ასტონ ვილას” შეუერთდა. სავარაუდოდ, იგი “ოლდ ტრაფორდზე” არ დაბრუნდება, რადგან მისი კონტრაქტი “ეშმაკებთან” სეზონის დასასრულს იწურება.
25 წლის ქლევერლი მოხარულია, რადგან მას რეგურალურად თამაში შეუძლია და არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სეზონშიც “ლომების” მაისურით იასპარეზებს.
“ეს დიდი კლუბია, მიხარია რომ რეგულარულად თამაში მიწევს. ამის საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ აქ დავრჩე.”
“ჩემი აქ ყოფნით ვსარგებლობ. ძალიან მიხარია, რომ პოლ ლამბერტისა და როი კინის ზედამხედველობის ქვეშ მიწევს მუშაობა.”
“ჩემს მიმართ წამოსულმა კრიტიკამ, უფრო გამაძლიერა. არ ვფიქრობ, რომ “ვილა პარკზე” გადმოსვლით კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჭი გავაკეთე. ყველა მოთამაშეს სურს, ყოველ კვირას მოედანზე გამოვიდეს.”–ციტირებს ქლევერლის სიტყვებზე The Independent