დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამებს.
იუვენტუსი პოდოლსკის დაიმატებს
“იუვენტუსის” გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ მისი გუნდი ზამთარში “არსენალიდან” პოდოლსკის გადაბირებას ეცდება. ტურინული კლუბის გარდა ფორვარდისადმი ინტერესს “ინტერიც” ჩანს.
კავანი პარიზში რჩება
ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს “პსჟ”-ს არ დატოვებს. პარიზული კლუბის მიერ დასახელებულმა მაღალმა ფასმა დაინტერესებული კლუბების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა.
მანჩესტერს დანი ალვეში სურს
“მანჩესტერ იუნაიტედში” “ბარსელონადან” დანი ალვეშის გადაბირებაზე ფიქრობენ. ინგლისში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს, თუმცა ამ ეტაპზე მითვის პრიორიტეტული “სიტის” ვარიანტია.
ხედირა არსენალს მოელაპარაკა
“რეალის” ნახევარმცველმა, სამი ხედირამ, “არსენალთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ტრანსფერის განხორციელება კლუბებს შორის მოლაპრაკებებზეა დამოკიდებული.
სიტი ტურეს შეელევა?
“მანჩესტერ სიტი” იანვარში იაია ტურეს გაყიდვას აპირებს. კლუბის ხელმძღვანელობა მიმიდნარე სეზონში ნახევარმცველის თამაშით უკმაყოფილოა. მოსალოდნელია, რომ აფრიკელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.