ვენგერი მასსა და მოურინიოს შორის გაწევ-გამოწევაზე
ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.
“ვნანობ თუ არა? არა. რატომ უნდა ვნანობდე? A პუნქტიდან B პუნქტისკენ მინდოდა გადაადგლება, თუმცა ვიღაცამ გზა გადამიღობა”, – ციტირებს ფრანგი თავკაცის სიტყვებს Yahoo.
ვენგერი ამბობს, რომ მას მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, თუ რა მოუვიდა ალექსის სანჩესს, რომლის წინააღმდეგაც “ჩელსის” მცველმა გარი კეჰილმა უხეშად თამაშა. “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში, B პუნქტი სწორედ სანჩესი იყო.
ვენგერი აცხადებს, რომ მან უმნიშვნელოდ უბიძგა მოურნიოს.
“ახლა ხელს მართლა გკრავთ და მიხვდებთ, რას ნიშნავს ხელის კვრა”, – უთხრა ვენგერმა ჟურნალისტს.
“სიმართლე გითხრათ, არც გამგია, რა მითხრა იმ მომენტში მოურინიომ”, – დაამატა ვენგერმა.
“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.