დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
რეალს რამირესი სურს
მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” რამირესის სანაცვლად 32 მილიონ ევროს შესთავაზებს. კარლო ანჩელოტის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და შესაფერის კანდიდატად სწორედ რამირესი მიაჩნია.
ალბა პრემიერლიგას უახლოვდება
“ბარსელონას” მცველი ჟორდი ალბა ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა. მოთამაშით ორი მანჩესტერული კლუბი ინტერედება.
თავის მხრივ, კატალონიური კლუბი ალბას მხოლოდ მას შემდეგ შეელევა, რაც მის შემცვლელს იპოვის.
კასილიასი ლივერპულში?
ინგლისური პრესის ცნობით “ლივერპული” მზად არის მადრიდის “რეალს” იკერ კასილიასის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდეს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინგლისელები ვიქტორ ვალდესს არ გაიფორმებენ.
პიკე კარიერის დასრულებას ბარსელონაში აპირებს
“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ირგვლივ აგორებულ სატრანსფერო ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას კატალონიურ კლუბში აპირებს.
ვესტ ჰემს სონგის გამოსყიდვა სურს
“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობას “ბარსელონადან” იჯარი აყვანილი ალექს სონგის გამოსყიდვა სურს.
აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა, დევიდ გოლდმა დაადასტურა.