რაული კოსმოსს უახლოვდება
ლეგენდარული ესპანელი ფორვარდი რაული “ნიუ-იურკ კოსმოსში” გადასვლას უახლოვდება.
37 წლის ფეხბბურთელი რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და ნიუ-იორკს ეწვია, სადაც NASL ლიგის მატჩს დაესწრო. “ნიუ-იორკ კოსმოსი” სწორედ აღნიშნულ ჩემპიონატში ასპარეზობს.
მატჩის შემდეგ რაული “კოსმოსის” ხელმძღვანელებს გაესაუბრა. უახლოეს მომავალში გუნდი MLS-ში აპირებს გადასვლას.