როი კინი: “რეალის ხელმძღვანელობამ უნიტაზზე ჯდომის დროს დამირეკა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა განაგრძო საუბრები იმის შესახებ, თუ როდის და მიიღო “რეალისგან” შემოთავაზებები და როგორ განაცხადა უარი კონტრაქტზე.
როი კინმა “იუნაიტედში” 12 წელი გაატარა. შემდეგ კი “სელტიკში” გადავიდა.
“მაიკლმა (ჩემმა აგენტმა) მითხრა, რომ ტრანსფერის თაობაზე “რეალის” ყოფილ სპორტულ დირექტორს ჩემთან საუბარი სურდა, ამიტომ მალევე მობილური ტელეფონი ავიღე და ზარს დაველოდე.”
“რა დამთხვევაა, მან მაშინ დამირეკა როდესაც უნიტაზზე ვიჯექი. ემილიომ განმიცხადა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუ მე “რეალს” შევუერთდებოდი.”–წერს რო კინი მის ავტობიოგრაფიულ წიგნში.
როიმ ასევე აღიარა, რომ 1997 წელს ფერგიუსონის თხოვსნი შემდეგ აიღო 7 ნომრიანი მაისური.
“კაპიტნის სამკლაური–ეს არის ძალიან მნიშნველოვანი, მაგრამ მნიშვნელობა მაისურზე ნომერსაც ენიჭება. “მანჩესტერ იუნაიტედის” სარეზერვო გუნდშიც კი 7 ნომრიანი მაისურის ტარება დიდი პატივია და იქაც ლეგენდარულ ნომრად ითვლება.”
“როდესაც კანტონა წავიდა, გუნდში დაიბადა კითხვა თუ ვინ იქნებოდა მომავალი კაპიტანი. ძალიან მშვიდად შევხვდი, მომენტს რომლის დროსაც კაპიტნად დამასახელეს.”
“მთავარმა მწვრთნელმა დამირეკა და მთხოვა ოფისში მივსულიყავი. მისვლის შემდეგ კი განმიცხადა, რომ შვინდომრიანი მაისური უნდა მეტარებინა. მე ვუპასუხე, რომ ეს დიდად არ მაინტერესებდა. შემდეგ კი მითხრა, რომ ეს ნომერი ბექჰემს სურდა, მაგრამ მას არ უნდოდა ეს მაისური დევიდისთვის მიეცა.”–გაუზიარა საკუთარი მოგონებები კინმა ჟურნალისტებს