ლანჩხუთის “გურიას” განცხადება
თავზარდამცემი ტრაგედია, მოუშუშებელი იარა და გაუყუჩებელი ტკივილი… მეტი რა შეიძლება დავარქვათ იმ ფაქტს, რაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევას მოყვა თბილისში და რამაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა…
ნიკა კილაძის ტრაგიკული დაღუპვა მარტო მისი ოჯახის ტკივილი არაა. იგი საქართველოს ტკივილია; მეგობრების ტკივილია; ლანჩხუთის ტკივილია; ათასეულობით ფეხბურთის ქომაგისა და ლანჩხუთის „გურიას“ ტკივილია;
საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორატი, ადმინისტრაცია, საფეხბურთო გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ გუნდის წევრის, ნიჭიერი ფეხბურთელისა და არაჩვეულებრივი მეგობრის ნიკა კილაძის გარდაცვალების გამო.
ნიკა კილაძე კლუბში 2014 წლის თებერვალში ჩაირიცხა. კარგი თამაშითა და პიროვნული თვისებებით კლუბის წევრებისა და „გურიას“ ქომაგების დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ვწუხვართ მომხდარის გამო და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მის ძმას, „გურიას“ მოთამაშეს ერეკლე კილაძეს, მშობლებს და მის ახლობლებს.
ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს ადგილი ნიკას და განუსვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.