ქართულ-სამხრეთ აფრიკული ასაკობრივი რაგბის III სამატჩო დღე
ერთ კვირაზე მეტია რაც სამხრეთ აფრიკული ‘აფეესის’ 14 და 16-წლამდე გუნდები საქართველოში ტურნეს მართავენ, რომლის ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში ორი სამატჩო დღე გაიმართა.
3 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე აფრიკელ ჭაბუკებს საქართველოს 15-წლამდელთა და აღმოსავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 19-7 და 34-5 დასრულდა.
ტურნეს მეორე ეტაპი ქუთაისის ახალ სარაგბო მოედანზე 6 ოქტომბერს შედგა, სადაც აფეესელებს დასავლეთ საქართველოს 15 და 17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა უმასპინძლეს. საღამოს პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკელმა ჭაბუკებმა ანგარიშით 19-17 სძლიეს დასავლეთ საქართველოს 15-წლამდელებს, ხოლო მეორე მატჩში მასპინძელმა 17-წლამდელებმა ანგარიშით 15-0 გაიმარჯვეს აფეესის 16-წლამდელთა გუნდთან.
ხვალ, 10 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ასპარეზობის მესამე, ფინალური ეტაპი შედგება:
16:30 საქართველო 15-წ. – აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)
18:00 საქართველო 17-წ. – აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)
Rugby.GE