სანოგო: “3 წლის წინ ქუჩაში ვცხოვრობდი”
ლონდონის “არსენალის” შემტევმა იაია სანოგომ აღიარა, რომ სამი წლის წინ ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობდა.
21 წლის ფრანგის თამაში კრიტიკის ხარცეცხლში მოექცა. სანოგო გულშემატკივრების მხრიდან დამცირებასა და ზეწოლას გრძნობს. ფრანგი ფეხბრუთელი აცხადებს, რომ იგი სასწაულებს ვერ ჩაიდენს. ის რამოდენიმე წლის უკან უსახლკარო იყო.
“მე ვგრძნობ ზეწოლას, მაგრამ ხალხმაც უნდა გამიგოს. 3 წლის წინ ქუჩაში ვცხდოვრობდი. დღეს კი “არსენალში” ვთამაშობ.”
“მე მუშაობას გავაგრძელებ და დარწმუნებული ვარ გოლების გატანასაც დავიწყებ.”
“როდესაც, “ოსერის” აკადემიაში მოვედი, გათვიცნობიერებული მქონდა, რომ ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი და თანაც მაღალი კლასის მქონე.”
“ჯერ–ჯერობით მიზანი არ დამისახავს. ხალხი ძალიან მაკრიტიკებს, მაგრამ ეს ზეწოლა უსამართლოა. დარწმუნებული ვარ, ჩემი დრო აუცილებლად მოვა.”–განაცხადა სანოგომ.
21 წლის ფრანგს “არსენალის” მაისურით ოფიციალურ თამაშებში გოლი არ აქვს გატანილი. ერთადერთხელ, მან “ბენფიკას” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში პოკერი შეასრულა.