მერტესაკერი: “ბელერინმა საკუთარი შანსი უნდა გამოიყენოს”
“არსენალის” ვიცე კაპიტანმა პერ მერტესაკერმა განაცხადა, რომ მისმა ახალგაზრდა კოლეგა ჰექტორ ბელერინმა უნდა ისარგებლოს კალუმ ჩემბერსისა და დებიუშის არყოფნით და შანსი გამოიყენოს.
18 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის 8–ე ტურში ლონდონელები “ჰალ სიტის” დაუპირისპირდებიან. მონაწილეობას დისკვალიფიკააცის გამო ჩემბერსი ხოლო ტრავმის გამო კი, დებიუში გამოტოვებს. შანსი კი 19 წლის მცველ ჰექტორ ბელერინს მიეცემა, რომელის “მეთოფეების” სასტარტო შემადგენლობაში ამ სეზონში მხოლოდ ორჯერ მოხვდა.
მერტესაკერი მიიჩნევს, რომ ბელერინი “არსენალში” ყველაზე სწრაფი მოთამაშეა. გერმანელის აზრით, ჰექტორმა ეს პლიუსი საკუთარ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
“ის ჩვენთვის ყველაზე კარგი რესურსია. ფლამინის ტრავმა და ჩემბერსის დისკვალიფიკაცია მას შანსს მისცემს. ჰექტროს დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომელიც მან უნდა გამოიყენოს.”
“ახალგაზრდა ფეხბრუთელისათვის რთულია “არსენალში” ფეხი მოიკიდოს, რადგან გუნდში მაღალი კონკურენციაა.”
“ასეთი დიდი დანაკლისი დროს, რეზერვისტთა იმედი უნდა გვქონდეს. მათთან ხშირი კავშირი გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ, მათ რაც შეგვიძლია იმით დავეხმაროთ.”-განაცხადა გერმანელმა მცველმა