დი მარია: “მსურს, ლეგენდარული “შვიდიანების” სიაში შევიდე”
“იუნაიტედის” არგენტინელმა შვიდიანმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ ძალიან სურს “ეშმაკების” ლეგენდარული შვიდიანების სიაში შევიდეს.
“ძალიან ვამაყობ, რადგან ვხვდები, რომ შვიდ ნომრიან მაისურს ადრე: დევიდ ბექჰემი, ჯორჯ ბესტი და კრიშტიანუ რონალდუ ატარებდნენ. ის ფაქტი, რომ კლუბმა მე შვიდ ნომრიანი მაისური გადმომცა, რათქმაუნდა დიდი პატივია და ეს პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.”
“როდესაც, ჩემი მანჩესტერში გადასვლა გამოაშკარავდა, რონალდუ ჩემთან მოვიდა და ამ დიად კლუბზე ყველაფერი მითხრა. მან განაცხადა, რომ “იუნაიტედში” ძალიან ბედნიერი იყო და დასძინა, რომ მანჩესტერი ჩემთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა.”
“ლუი ვან გაალი იყო ერთ–ერთი მიზეზი, რომლის გამოც ინგლისურ კლუბში გადავედი. მადლობელი ვარ, რადგან მან მე ამირჩია. ძალიან მინდა, კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დავეხმარო. ლუი შესანიშნავი სპეციალისტია, თითოუელ ვარჯიშზე იგი ფორმის პიკში გვაყენებს.”–განაცხადა არგენტინელმა