ემრე ჩანმა “ლივერპულის” გამო “ბაიერნი” უარით გაისტუმრა
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ემრე ჩანმა აღიარა, რომ მერსისაიდში გადასვლის გამო მიუნხენის “ბაიერნი” უარით გაისტუმრა.
გერმანელი ნახევარმცველი, მიუნხენის “ბაიერნის” აკადემიაში14 წლის ასაკიდან ირიცხებოდა. 2013 წლის ივნისში “რეკორდმაისტერმა” კი ის ლევერკუზენის “ბაიერნში” გაუშვა, გამოსყიდვის უფლებით, თუმცა ფეხბურთელმა მიუნხენში დაბრუნებაზე უარი თქვა და 2015 წლის ზაფხულში “ლივერპულს” მიაშურა.
ჩანის თქმით, მისით ორი კლუბი “ლივერპული” და “ბაიერნი” ინტერესდებოდა, თუმცა მან საუკეთესო ვარიანტი არჩია და მერსისაიდში გადაბარდგა.
“ბაიერნს 2015 წლამდე ჩემი გამსოყიდვის უფლება ჰქონდა. “ლევერკუზენის” ხელმძღვანელობამ თავდაპირველად მიუნხენის შეთავაზების განხილვა დაიწყო, მაგრამ მე ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი ავირჩიე და “ლივერპულში” წავედი.
“გადასვლამდე ბრენდან როჯერსს ვესაუბრე და ის გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში დამეხმარა. “ლივერპული” სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ამ გუნდს დიდი ამბიციები გააჩნია, მათ სურთ კარგი ფეხბურთი ითამაშონ. აქ ყოფნა მომწონს და დიდი ხნის განმავლობაში დარჩენა მსურს.”
გერმანელმა ასევე დასძინა, რომ ტრავმას მალე მოიშუშებს და მოედანს ამ თვეში დაუბრუნდება.