დინამო სიმურგთან დამარცხდა
დღეს, დინამო არენაზე გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ფარგლებში ერთმანეთს “დინამო თბილისი” და აზერბაიჯანული “სიმურგი” დაუპირისპირდნენ.
მასპინძლები ნაკრებში გამგზავრებულ რამდენიმე მოთამაშეს კი მოისაკლისებდნენ, მაგრამ იყო პოზიტიური ამბავიც. თბილისელთა შემადგენლობაში ხელმეორე დებიუტი ჰქონდა ზურაბ ხიზანიშვილს, რომელმაც მშობლიური კლუბის ფორმა 15 წლიანი პაუზის შემდეგ მოირგო.
შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. სასტარტო 15 წუთი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლით აღინიშნებოდა.
პირველი რეალური მომენტი 26-ე წუთზე შეიქმნა. მარცხენა ფლანგიდან ჩისკოს გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე საბანაძე აღმოჩნდა, თუმცა მისი მცდელობა ძელმა მოიგერია.
ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. დინამოელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შემქნეს, თუმცა ტაიმის ბოლომდე ანგარიშის გახსნა ვერ მოხერხდა.
მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით აქტიურად დაიწყო. სასტარტო წუთებზე გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალეს. ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები კი ფლობდნენ, თუმცა თბილისელები “სიმურგს” სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
63-ე წუტზე გოლის გატანასთან ახლოს საბანაძე იყო. მასპიძელტა შემტევის ეფექტუი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. მალევე გატანის კარგი შანსი შეცვლაზე შემოსულ ჯიქიას ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევმა კარგად ვერ დაარტყა და ბურთიც კაპსას იოლი ნადავლი გახდა.
75-ე წუთზე მესხი-ზივზივაძის კომბინაცია ამ უკანასლკკნელის ძლიერი დარტყმით დასრულდა – “სიმურგის” მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.
მატჩის ბოლოს გატანის შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ და რამდენიმე უშედეგო მომენტის შემდეგ საბოლოოდ “სიმურგმა” 90-ე მიზანს მაინც მიაღწია. გამარჯვების გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ბალაშლი გახდა.
დინამო 0-1 სიმურგი
გოლი: ბალაშლი 90′
დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე (მჭედლიშვილი 70′), თოთაძე (გველესიანი 46′), ჭანტურია (ჯიქია 66′), საბანაძე, ხიზანიშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (ტარყაშვილი 80′), ჩირგაძე (ზივზივაძე 59′), ჩისკო (მესხი 74′), შერგელაშვილი (საჯაია 46′).
სიმურგი: კაპსა, ტრესნაკი (ჰუსეინოვი 70′), აიუბოვი (მამადოვი 89′), ჩერანი, გოკდემირი, პოლიაკი, ახუნდოვი, ვეიზმანი, ლამბოტი, სტანოევიჩი (ბალაშლი 72′).