ვან პერსი: “არსენალს მხოლოდ ტიტულის მოგება სურს”
“იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” შორის მენტალიტეტში ძალიან დიდი განსხვავებაა.
2012 წლის ზაფხულში, ჰოლანდიელი ფორვარდი ლონდონიდან მანჩესტერში გადაბარდგა. სადებიუტო სეზონში, რობინმა 24 გოლი გაიტანა, ბომბარდირი გახდა და პრემიერ ლიგის მოგებაში “ეშმაკებს” დაეხმარა.
რობინი მიიჩნევს, რომ “არსენალსა” და “იუნაიტედს” შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ამის შესახებ რიო ფერდინანდი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერდა.
“ვან პერსი სერ ალექსის მიერ მოპოვებული მენტალიტეტით ნებივრობდა. ერთხელ მან მითხრა, რომ ეს ორი გუნდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. “არსენალში” ფებბურთელს ტიტულების მოგება უბრალოდ სურს, ხოლო “იუნაიტედში” კი ჩემპიონის წოდების მოპოვება და თასების მგოება სავალდებულოა.”–განაცხადა ფერდინანდმა