ვარანი: “ჩვენ რონალდუ ჩავკეტეთ”
საფრანგეთის ნაკრების მცველმა რაფაელ ვარანემ განაცხადა, რომ ფრანგებმა პორტუგალიასთან გამარჯვება, რონალდუს განეიტრალების ხარჯზე მოიპოვეს.
გუშინ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პორტუგალიის კარის აღება, კარიმ ბენზემამ (3′) და პოლ პოგბამ (69′) შეძლეს. “თეთრების” მხრიდან კი ერთადერთი გოლის გატანა, ტერთმეტმეტრიანის წყალობით ქუარესმამ შეძლო.
“ჩვენ კრიშთიანუ რონალდუ ჩავკეტეთ.ყველამ იცის, თუ რა შეუძლია ამ ფეხბრუთელს. ის ფაქტი, რომ მან ჩვენს კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა ძალიან გვახარებს. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ელაკიმ მანგალას, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. დიახ, ეს იყო ამხანაგური მატჩი, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ჩვენ წარმატებულ თამაშს, გავაგრძელებთ და ხალხს ლამაზს ფეხბრუთს ვაჩვენებთ.”-განუცხადა “რეალის” მცველმა რაფაელ ვარანიმ UEFA-ს ოფიციალურ ვებ-საიტს.