დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრასნფერო ამბებს.
ნაპოლი არბელოას შეძენას იანვარში აპირებს
“ნაპოლის” მადრიდის “რეალიდან” არბელოას შეძენა იანვარში სურს. მცველი სამეფო კლუბის ძირითადში ვერ ხვდება და სათამაშო ადგილის გამოცვლა აპირებს. არბელოას გადაბირება ბენიტესის ერთ-ერთი მთვარი მიზანია.
ლაციო მცველს ეძებს
რომის “ლაციო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაცვის გაძლიერებას აპირებს. ტრავმიანობის გამო აღნიშნული პოზიცია რომაული კლუბის სუსტი წერტილია.
ვესტ ჰემი კეროლს არ გაყიდის
ლონდონის “ვესტ ჰემი” ენდი კეროლის გასხვისებას არ აპირებს. ბრიტანული პრესის ცნობით სემ ელერდაისი ფორვარდზე კვლავაც დიდ იმედებს ამყარებს. შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციით კეროლი ზამთარში “ნიუკასლში” აპირებდა დაბრუნებას.
მატა ვიდალის ნაცვლად?
“მანჩესტერ იუნაიტედი” არტურო ვიდალის სანაცვლოდ “იუვენტუსს” ხუან მატას შესთავაზებს. შეგახსენებთ, დისციპლინის დარღვევის გამო ტურინში ვიდალის გასხვისებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ. ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს.
ლივერპული სტარჯონზე ფიქრობს
“ლივერპული” “ბელენენსეშიდან” ფაბიო სტარჯონის გადაბირებაზე დაფიქრდა. პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ბრიტანული პრესის ცნობით მისი ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტები სწორედ მერსისაიდელები არიან.