კარლო ანჩელოტი დი მარიას წასვლის მიზეზზე საუბრობს
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მან ანხელ დი მარია “იუნაიტედში” მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ არგენტინელი საკმარისზე მაღალ ხელფასს ითხოვდა.
“რეალმა” დი მარია “ოლდ ტრაფორდზე” 59,7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაუშვა. ანჩელოტის თქმით, მისმა კლუბმა ეს (არგენტინელის გაყიდვა) იძულებით გააკეთა.
“დი მარია? კლუბთან შეთანხბემა მქონდა. მისი მოთხოვნების გამო, კლუბმა ანხელის კარგ ფასად გაყიდვა არჩია. არავის შეუძლია, ფეხბურთელის პოლიტიკის შეცვლა.”
“ანხელი ანაზღაურების გაზრდას და ძალიან ბევრ ფულს ითხოვდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი გაშვება. გადაწყვეტილება ხელმძღვანელებმა მიიღეს, მე კი მითხრეს, რომ მხოლოდ მწვრთნელი ვიყავი და ფეხბურთელები უნდა გამეწვრთნა.”
“ალონსო-სხვა თემაა. ჩაბი საკუთარი ნებით წავიდა გუნდიდან. იგი ძალიან დაღლილი იყო, ჩვენ უფლება მივეცით წასულიყო, რადგან გუნდში ტონი კროოსი გვყავდა. მას(ალონსოს) ჩვენთვის არ უღალატია.”-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა