მარცხი პირველ ლიგაში
დღეს თერჯოლაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა საპოვნელამ დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა. შეხვედრა მძიმედ და დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს მართებდა. მეორე ნახევარში შედეგიანად მასპინძლებმა ითამაშეს და კუთხურის გათამაშების შემდეგ დაწინაურდნენ. მალხაზ ჟვანიას შეგირდებს შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, თუმცა თბილისელები დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტად თამაშობდნენ. მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს დინამო-2 სახლში, წალენჯიხის სქურის წინააღმდეგ გამართავს.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე (ციცხვაია 84), ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (მესხი 13), სარიშვილი (მაჭავარიანი 78), მათიაშვილი, სარჯველაძე (მაკასარაშვილი 63), გოგოლიძე (სამუშია 73)
fcdinamo.ge