პრიმერა: მერვე ტურის პრევიუ
სანაკრებო პაუზის შემდეგ ტოპ-ჩემპიონატებიდან პირველ სწორედ ესპანური პირველობა განახლდება.
ლევანტე – რეალი
მოახლობეულ ტურში მადრიდის “რეალი” ვალენსიას ეწვევა და მოკრძალებულ “ლევანტესთან” მოსინჯავს ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში “სიუდად დე ვალენსიაზე” ვიზიტები საკმაოდ რთული იყო, მოსალოდნელია რომ ახლა მადრიდელები იოლად შესძლებეს სასურველი შედეგის დაფიქსირებას.
“ლევანტემ” სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და რთული წარმოსადგენია, რომ მოახლოებულ შეხვედრაში მასპინძლები ინტრიგის შექმნას შესძლებენ. ვალენსიელების ერთადერთი კოზირი სანაკრებო პაუზაა, რომლის შემდეგაც გრანდების წამყვანი ფეხბურთელები საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებიან.
ბარსელონა – ეიბარი
ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტი საკუთარ მოედანზე მოკრძალებულ “ეიბარს” მიიღებს. “ბარსელონა” ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას, დიდი ალბათობით, მომდევნო მატჩშიც მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ “ეიბარი” კატალონიელთან გასამართ შეხვედრას ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერიით ხვდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ სამ შეხვედრაში გაიტანოს შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.
ატლეტიკო – ესპანიოლი
შემდეგ ტურში გასამართ ყველაზე მნიშვნელოვან მადრიდულ-ბარსელონურ დაპირისპირებმდე, აღნიშნული ქალაქების გუნდები მე-8 ტურშიც გაარკვევენ ურთიერთობას. “ვისენტე კალდერონზე” “ესპანიოლი” მადრიდის “ატლეტიკოს” ესტუმრება.
გასულ ტურში გუნებმა განსხვავებული მატჩები ჩაატარეს. “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადს” მოუგო, ხოლო მადირდელები უშუალო კონკურენტ “ვალენსიასთან” დამარცხდნენ.
მოახლოებულ მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობელმებით ხვდება. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ალესიო ჩერჩი ვერ დაეხმარება, ხოლო “ესპანიოლი” ტრავმირებული აბრაჰამს, ვიქტორ ალვარესს და მორენოს მოისაკლისებენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
17/10/14
გრანადა – რაიო ვალეკანო
1 X 2
2.40 3.20 3.10
18/10/14
ლევანტე – რეალ მადრიდი
1 X 2
15.00 6.50 1.23
ბილბაო – სელტა
1 X 2
2.05 3.40 3.75
ბარსელონა – ეიბარი
1 X 2
1.13 9.50 25.00
კორდობა – მალაგა
1 X 2
3.05 3.10 2.50
19/10/14
ატლეტიკო – ესპანიოლი
1 X 2
1.40 4.50 9.00
დეპორტივო – ვალენსია
1 X 2
4.20 3.50 1.90
ელჩე – სევილია
1 X 2
3.55 3.30 2.15
ვილიარეალი – ალმერია
1 X 2
1.40 4.70 8.15
20/10/14
სოსიედადი – ხეტაფე
1 X 2
1.65 3.75 5.65