ინგლისი: მერვე ტურის პრევიუ
სანაკრებო პაუზის შემდეგ გასამართი მორიგი ინგლისური ტური რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებას გვპირდება.
მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი
გასულ სეზონში მანჩესტერელებმა მეტოქე საერთო ანგარიშით 11:1 დაამარცხეს, რაც ლონდონელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნამდვილად აისახება. მათი თამაში წელს იდეალურისგან საკმაოდ შორსაა, თუმცა “ტოტენჰემის” პროგრესი ერთ კომპონენტში აშკარაა – ლონდონელები პრესინგს საკმაოდ კარგად იყენებენ. პოჩეტინოს გუნდმა ეს იარაღი სამი კვირის წინ, “არსენალთან” გამართულ მატჩში წარმატებით გამოიყენა და დიდი ალბათობით ლონდონელებისგან დღესაც ანალოგიურს უნდა ველოდოთ.
კრისტალ პელასი – ჩელსი
ლონდონური დერბის წინ “კრისტალ პელასის” მენეჯერმა ნილ უორნოკმა ჟოზე მოურინიო ბრაიან კლაფს შეადარა. პორტუგალიელს ეს რა თქმა უნდა მოეწონა, თუმცა ჟოზემ აღიარა, რომ ლეგენდარულ ინგლისელამდე მას კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
გასულ სეზონში ტონი პიულისის თავკაცობით “არწივებმა” “ჩელსის” დამარცხება საკუთარ მოედანზე მოახერხეს და “არისტოკრატებს” მნიშვნელოვანი ქულებიც წაართვეს. “კრისტალ პელასი” წელსად საკმაოდ კარგად გამოიყურება, ამის ფონზე დიეგო კოსტას არყოფნამ, შესაძლოა, მოურინიოს გუნდს გარკვეული პრობლემები შეუქმნას.
ვესტ ბრომვიჩი – მნაჩესტერ იუნაიტედი
ტურის უკანასკნელი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. ალან ირვინის ხელმძღვანელობით “ვესტ ბრომვიჩმა” ძლიან მოუმატა და რამდენიმე შესანიშნავი გამარჯვებაც მოიპოვა. “ლივერპულთან” წაგებულ შეხვედრაშიც კი გუნდი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა.
უკეთსობაა მანჩესტერელთა ბანაკში. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა “იუნაიტედი” უკვე მეოთხე საფეხურზეა. მოახლოებულ შეხვედრაში ვან გაალს შემადგენლობაზე კვლავ ბევრი ფიქრი მოუწევს. გუნდის გაპიტანი უეინ რუნი აღნიშნულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
18/10/14
მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი
1 X 2
1.54 4.20 6.15
არსენალი – ჰალ სიტი
1 X 2
1.51 4.40 6.25
ბარნლი – ვესტ ჰემი
1 X 2
2.75 3.20 2.72
კრისტალ პელასი – ჩელსი
1 X 2
6.80 4.30 1.50
ევერტონი – ასტონ ვილა
1 X 2
1.66 3.70 5.60
ნიუკასლი – ლესტერ სიტი
1 X 2
2.26 3.30 3.25
საუთჰემპტონი – სანდერლენდი
1 X 2
1.58 3.80 6.50
19/10/14
ქპრ – ლივერპული
1 X 2
5.60 3.75 1.65
სტოკ სიტი – სუონსი
1 X 2
2.55 3.20 2.90
20/10/14
ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნ.
1 X 2
4.45 3.70 1.80